суббота, 14 июля 2018 г.

IX-დღე


   დღეს ვასრულებთ ინტელის( პროექტებით სწავლება)-ის ტრენინგებს. ამ ცხრა დღემ ჩემზე დადებითად იმოქმედა იმ თვალსაზრისით,რომ ტრენინგის მონაწილეები ერთმანეთს უფრო დავუმეგობრდით, გვქონდა საქმიანი საუბრები. ვეხმარებოდით ერთმანეთს პრობლემების მოგვარებაში.
    ვფიქრობ და ვგეგმავ, რომ მიღებულ ცოდნა-გამოცდილებას, აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს მოსწავლეებთან.
    უდიდესი მადლობა მარიკას იმ მოთმინებისა და მონდომებისთვის, რაც ჩემს მიმართ გამოჩინა.💝💙💚💛💜👍🌈

четверг, 12 июля 2018 г.

VIII-დღე

      გავიარე მე7 მოდული. ვიმუშავე პროექტის პროცედურებზე- დროში გავწერე დაწვრილებით. ანუ ვსწავლობ პროექტის გეგმის სრულყოფილ წერას, რასაც აუცილებლად გამოვიყენებ პროექტზე მუშაობისას.😏👍💝

воскресенье, 8 июля 2018 г.

VII-დღე

განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების საფეხურები, როგორ მოვარგო აქტივობები სსსმ მოსწავლეს, ნიჭიერ მოსწავლეს და არაქართულენოვან მოსწავლეს. ამ სტრატეგიებს აუცილებლად გამოვიყენებ ჩემ მოსწავლეებთან, რათა მათი უნარ-ჩვევები წინ წამოვწიო და უფრო განვავითარო ისე, რომ სწავლა მათთვის სახალისო და საინტერესო იყოს.😊🙅🙆🙇

суббота, 7 июля 2018 г.

VI-დღე

ჩემთვის დღე ნაყოფიერი იყო, რადგან  გავაკეთე ,, წელიწადის დროების" პრეზენტაცია.ეს მე ძალიან მომეწონა, აუცილებლად გამოვიყენებ ჩემ სადამრიგებლო კლასში.პრეზენტაციაზე მუშაობამ გამივითარა კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევა. ვეცდები ჩემ მოსწავლეებს ნაბიჯ-ნაბიჯ შევასწავლო ის, რაც მე ვისწავლე.💕😉 

суббота, 30 июня 2018 г.

III-დღე


  განვიხილეთ 1) სტანდარტის შესაბამისობა;
                           2) მიზნების შემუშავება;
                           3) მიმართულებები
 ჩემთვის საინტერესო იყო პროექტის მიზნის შემუშავება, რომ იგი უნდა იყოს კონკრეტული,გაზომვადი, გადიოდეს შედეგზე რომ შევძლო შეფასება. (არ უნდა იყოს ბუნდოვანი)
  საინტერესო იყო საკვანძო კითხვები: 1-ზოგადი კითხვა; 2-თემატური კითხვა; 3-შინაარსობრივი კითხვა.

воскресенье, 24 июня 2018 г.

II-დღე



ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემ როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. ტრენინგის მეორე დღე უფრო სიღრმისეული იყო იმ თვალსაზრისით,რომ ვიმუშავე 21 საუკუნის უნარ-ჩვევებზე, რადგან მათი განვითარება და გამომუშავება  მნიშვნელოვანი და აუცილებელია თანამედროვე ახალგაზრდებისთვის.დღეს შევქმენი ბლოგი, ინტერნეტიდან შევარჩიე სურათი და დავიწყე ბროშურაზე მუშაობა.

I-დღე


გავიცანი ჩემი ჯგუფის წევრები. ტრენერი ჩემთვის უკვე ნაცნობია მარიკა ჩიტაზე.
  განვიხილეთ ორი სახის პროექტი: 1) სასწავლო; 2) სოციალური. გავეცანი სასწავლო პროექტის 8 მოდულს. თითოეულის თემასა და ძირითად საკითხებს. მივიღე ვრცელი ინფორმაცია სასწავლო პროექტების შესახებ. პროექტების კეთება მეგონა რთული, თუმცა მიხარია, რომ არსებობს საიტი, სადაც მოცემულია პროექტის კეტების თიტოეული ნაბიჯი. იმედი მაქვს 9-დღიანი მუშაობის შემდეგ შევძლებ საინტერესო და სრულყოფილი პროექტის გაკეთებას.

IX-დღე

   დღეს ვასრულებთ ინტელის( პროექტებით სწავლება)-ის ტრენინგებს. ამ ცხრა დღემ ჩემზე დადებითად იმოქმედა იმ თვალსაზრისით,რომ ტრენინგის მონაწილ...